ჩიხი სახელად - „დრო არ მაქვს"
„დრო არ მაქვს" - ეს ფრაზა „ალბათ, ძალიან ბევრჯერ გესმით მეგობრებისგან, ნაცნობებისგან თუ უცნობებისგან. ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ რაიმეს აუცილებლად გააკეთებდნენ, მაგრამ ამისთვის სწორედ მოუცლელობის გამო ვერ მოიცალეს. თუმცა რასაც ახლა აკეთებენ (თუ საერთოდ აკეთებენ რამეს) ბევრად უარესი და უსარგებლოა იმასთან შედარებით, რასაც გააკეთებდნენ დროის უქონლობა ხელს ასე ძალიან რომ არ უშლიდეთ. შესაბამისად, მარტივი მისახვედრია, რომ ადამიანები ამ ფრაზით უბრალოდ თავს იმართლებენ. 

ბიზნესის შემთხვევაში კი, თუ რატომ არ იწყებენ ამა თუ იმ საქმეს, ადამიანები ყველაზე ხშირად ფულის შემდეგ  სწორედ დროის უქონლობას ასახელებენ. 

ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სხვა საქმიანობის წამოწყება ძირითადი სამსახურისთვის თავის დანებებას ნიშნავს. სინამდვილეში ეს ასე არაა. დრო ყველაფრისთვის საკმარისია, თუკი მას სწორად გამოიყენებთ. მაგალითად, შეგიძლიათ დამატებითი საქმიანობისთვის ის ერთი საათი გამოყოთ, როდესაც ტელევიზორს უყურებდით, ანდა დაიძინოთ ერთი საათით ადრე, ვიდრე აქამდე აკეთებდით ამას. ასევე შესაძლებელია კონკრეტული საათები ჩაინიშნოთ, როდესაც აუცილებლად ამაზე იმუშავებთ და სხვა არაფერზე. დაიწყეთ ეს ექსპერიმენტი და თუ არ გაამართლებს, არც არაფერს დაკარგავთ, რამდენიმე საათის გარდა. ეს კი ცდად ნამდვილად ღირს. 

ბიზნესის თუ საკუთარი პროექტის დასაწყებად, ან თუნდაც ახალი უცხო ენის შესასწავლად თქვენ სინამდვილეში სურვილი გჭირდებათ. არ ჩაიქცევთ თავს იმ ჩიხში, რასაც „დრო არ მაქვს" ჰქვია. თვენი მიზნების ასრულება მთლიანად თქვენზე - შეძლებთ თუ ვერა რაიმეს, ეს თქვენი პასუხისმგებლობაა და არც გარემოპირობები და არც სხვა ადამიანები არ არიან დამნაშავენი. 

ასევე საშინელი თავის მართლებაა ჯერ ახალგაზრდა ვარ, ან უკვე ასაკში ვარ. არ არსებობს საქმიანობა რისი დაწყებაც თუნდაც ამ წამს არ შეიძლება. ისტორიაში უამრავი მაგალითია, როდესაც ადამიანებს საკმაოდ ახალგაზრდებს, ანდა პირიქით უკვე ასაკში მყოფებს შეუქმნიათ თავიანთი ცხოვრების ყველაზე ღირებული რამ. 

ნურც იმას იფიქრებთ, რომ წარმატებულ ბიზნესმენად ყოფნა ვინმეს ექსკლუზიური ხვედრია, ანდა ისეთი თვისებები და ცოდნა გჭირდებათ, რასაც ვერ შეიძენთ. სინამდვილეში, განვითარების სურვილი ყველა ადამიანშია და თქვენ მას უბრალოდ გასაქანი უნდა მისცეთ. გახსოვდეთ, ერთადერთი რისთვისაც დრო მართლა არ გაქვთ არის იმაზე წუწუნი, რომ დრო არ გაქვთ. 


მასალა მომზადებულია Harvard Business Review-ს პუბლიკაციების მიხედვით 

 

 

 

 

თარიღი: 2018/10/08