როგორ გავზარდოთ ეფექტურობა გაყიდვებში
კომპანიის წარმატებულ ფუნქციონირებას მნიშვნელოვანწილად მის მიერ წარმოებული პროდუქტის გაყიდვები განაპირობებს. გაყიდვების სწორად ორგანიზებისთვის კომპანიებში ცალკე დეპარტამენტებიც არის შექმნილი. თუ ამ დეპარტამენტის წარმომადგენელი სწორი სტრატეგიით მოქმედებს, თუ ერთ ადგილს არ ტკეპნის და მომხმარებლეთანაც უწყვეტ კომუნიკაციას ინარჩუნებს, მაშინ ყველაფერი იდეალურად გამოდის. მნიშვნელოვანი ფაქტორი თვითგანვითარებაზე ზრუნვაა, რომლის გარეშეც ყველა ზემოჩამოთვლილი პროცესი არათუ განვითარებამდე, საწყის ეტაპაბმდეც ვერ მიდის. კარგი გაყიდვების ორგანიზებისთვის, სათანადო უნარების არსებობასთან ერთად,  საკმარისი შეიძლება,  ქვემოთ ჩამოთვლილი 10 რჩევის გათალისწინებაც აღმოჩნდეს.

  1. არასოდეს დანებდეთ!
არასოდეს დანებდეთ! - ეს სიტყვები უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის. გაყიდვების დეპარტამენტისთვის იმ კლიენტებთან ურთიერთობა ბევრად მარტივია, ვისაც უკვე მეტ-ნაკლებად იცნობენ, ვიდრე აბსოლუტურად უცხო, პოტენციურ მყიდველებთან, რომელთა დარწმუნებაც დიდი ძალისხმევის შედეგად მოუწევთ. ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემთა ბაზის არსებობა, რომლის სწორად გამოყენებით სასურველი შედეგი ბევრად მარტივად  მიიღწევა.

  1. უარი არ თქვათ მომზადებაზე!
ბევრი გამყიდველი ინტუიციურია. ისინი შეხვედრებზე მიდიან ან წერენ წერილებს და კლიენტებზე ინფორმაციას ინტერნეტში ეძებენ. იმისთვის, რომ გაყიდვებში ეფექტურობა გაზარდოთ, უნდა მოემზადოთ. დიდი ჩინელი მთავარსარდალი სან ცუ ამბობდა, „ბრძოლის ნახევარს ბრძოლის დაწყებამდე იგებენ, იყავით პროფესიონალი - მოემზადეთ პროფესიონალურად!

  1. იყავით კონსულტანტი, მაგრამ არა გამყიდველი!
არ გაყიდოთ, ნუ უბიძგებთ ადამიანს და ნუ ურჩევთ, თუ რჩევისთვის არ მოუმართავთ. იყავით კონსულტანტი! არასოდეს გალანძღოთ კონკურენტები და არ აქოთ საკუთარი თავი, რადგან ძალიან „იაფასიანად“ ჟღერს. გაიგეთ კლიენტის პრობლემა და დაეხმარეთ მის მოგვარებაში.

  1. ისწავლეთ მოსმენა!
არასოდეს დაიწყოთ გაყიდვა, სანამ მომხმარებელი ყველაფერს არ გეტყვით. თუ კლიენტი ჩუმად არის, შესაფერისი კითხვებითა და თავაზიანი საუბრით მისგან ინფორმაცია მიიღეთ. ისაუბრეთ ნაკლები და კლიენტს უფრო მეტად მოუსმინეთ.

  1. გაიღიმეთ!
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ღიმილი სისულელეა, მაგრამ ღიმილი ერთ-ერთი საუკეთესო „იარაღია“ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ღიმილი გულწრფელი უნდა იყოს. ღიაობა და სტუმართმოყვარეობა - კლიენტებისთვის საკმარისი არ არის. მიეცით მათ ღირებული უფასოდ და ისინი ამას დააფასებენ.

  1. შექმენით გაყიდვების საკუთარი არხები!
თუ თქვენ პროფესიონალი გამყიდველი ხართ და თქვენს თვიურ და წლიურ გეგმას რეგულარულად ასრულებთ, უარს ნუ იტყვით ხელსაყრელ პირობებზე, რომელიც ახალ კლიენტებს გაპოვნინებთ. შექმენით საკუთარი ვებგვერდი, რომელიც პროდუქტის გაყიდვაში დაგეხმარებათ. გამოიყენეთ სოციალური ქსელები - Facebook, Twitter, vKontakte, LinkedIn, Viadeo და ა.შ.

გამოიყენეთ და გაზარდეთ კავშირები, შეაგროვეთ სავიზიტო ბარათები და გაზარდეთ პერსონალური გაყიდვები.

  1. მართეთ ინფორმაცია!
ინფორმაცია არის აქტივი, რომელიც ფულად გარდაიქმნება. კონტაქტები ძალიან ღირებულია. მომხმარებელთა ბაზა შეუფასებელია. თუ თქვენ შეგიძლიათ კლიენტთან ურთიერთობის მთელი ისტორია დაინახოთ, ამ ინფორმაციის კონტროლი და გამოყენება უნდა შეძლოთ.

  1. იმუშავეთ!
კლიენტის ერთგულ მომხმარებლად გადაქცევისთვის მასთან მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო. პროდუქტის ან სერვისის გაყიდვის შემდეგ, კლიენტთან დაკავშირება მნიშვნელოვანია. უნდა ჰკითხოთ რამდენად კმაყოფილია შენაძენით.

  1. გაიზარდეთ!
გამყიდველი კარიერის დასაწყისში კითხულობს და ამოწმებს პროდუქტს, ქმნის პრეზენტაციებს და წერს წერილებს. როდესაც გამოცდილებას იღებს, ის ახალის შექმნას მით უფრო ნაკლებ და ნაკლებ დროს უთმობს. არასოდეს თქვათ, რომ ყველაფერი იცით, რადგან თქვენ ყოველთვის სწავლობთ. ადამიანი გამუდმებით სწავლობს და როდესაც ის სწავლას წყვეტს, უჭირს ახალი ტენდენციებისთვის ფეხის აწყობა.

  1. ინვესტიცია
გაყიდვების დეპარტამენტში მდიდარ ადამიანებსა და მათ გამოცდილებაზე საუბარი ძალიან უყვართ. ადამიანებს სურთ ოცნება აიხდინონ, მიზნებს მიაღწიონ და მილიონერები გახდნენ. ჭკვიანი ადამიანი ამა თუ იმ საქმეში ყოველთვის კაპიტალს აბანდებს. ის ვინც რეკლამას უკეთებს ამა თუ იმ პროექტს, სარგებელს ღებულობს. ნუ გაშინებთ ინვესტირება. ეს გზა განვითარებისკენ თქვენ სხვაზე ადრე მიგიყვანთ.

 

თარიღი: 2018/10/09