„რეგუსის წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარი ადვილად ითვისებს დასავლურ სტანდარტებზე აგებულ ბიზნესს” - რუსკა ჩაკვეტაძე
ბრიტანული კომპანიის მეორე ბიზნესცენტრი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

ბრიტანულმა კომპანია"რეგუსმა" საზოგადოებას  რიგით მეორე ბიზნესცენტრი წარუდგინა.  გახსნის ოფიციალური ცერემონია დღეს, 17:00 სთ-ზე ვაჟა-ფშაველას N71-ში გაიმართა.

„ჩვენი კომპანიისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გავხსენით მეორე ცენტრი თბილისში, რაც დიდი წარმატებაა ჩვენი კომპანიისთვის ახალ ბაზარზე.

რეგუსის წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარი ადვილად ითვისებს დასავლურ სტანდარტებზე აგებულ ბიზნესს.

ჩემთვის, როგორც რეგუსის წარმომადგენლობისთვის საქართველოში, საამაყოა, რომ წინა წლის შედეგების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად დასახელდა. ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი ჩვენი ერთგული მომხმარებლების, პარტნიორების, ჩემი ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდის დახმარებით“ - აღნიშნა „რეგუსის“ რეგიონალურმა მენეჯერმა, რუსკა ჩაკვეტაძემ.



შეგახსენებთ, რომ "რეგუსი" მსოფლიო ბაზარზე 1989 წლიდან ოპერირებს, ქართულ სავაჭრო სივრცეს კი წელიწადნახევრის წინ  შემოუერთდა. პირველი A კლასის ბიზნესცენტრი თავისუფლების მოედანზე 2017 წლის 22 მაისს გაიხსნა, რომელმაც მომხმარებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

კომფორტული და მოსახერხებელი ლოკაციით გამოირჩევა მეორე ბიზნესცენტრიც. ცენტრის მიმდებარედ მდებარეობს მეტროსადგური, ბანკები, კაფეები, სავაჭრო ცენტრი და რეკრეაციული ზონები.



რუსკა ჩაკვეტაძის ინფორმაციით, “რეგუსი“ სერვისის მომხმარებლების ინტერესებზე მორგების მიზნით, მუდმივ კვლევებს ატარებს და დაინტერესებულ პირებს იდეალურ სამუშაო გარემოს სთავაზობს.

„საუკეთესო სერვისი, კომფორტული ავეჯით მოწყობილი ოფისები, მარტივი ონლაინხელშეკრულება და გადახდის პირობები, მოქნილი ვადები, თანამედროვე და დაცული IT ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები, გლობალურობა  და მობილურობა – სწორედ ეს პირობები ქმნის პროდუქტიულ სამუშაო გარემოს “რეგუსის” ორი მილიონზე მეტი წევრისათვის. მათთვის სრულ სერვისსა და კომფორტს კომპანია მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანასა და 900-ზე მეტ ქალაქში უზრუნველყოფს.“ - აღნიშნა რუსკა ჩაკვეტაძემ.  



ავტორი:
თარიღი: 2018/10/10