ინტერნეტგიგანტმა GOOGLE-მა წარუმატებელი პროექტი - GOOGLE+ დახურა
ინტერნეტგიგანტმა Google-მა შეცდომა აღიარა და ერთ-ერთი წარუმატებელი პროექტი Google + დახურა.

ინფორმაცია დასავლურმა მედიამ გაავრცელა.  

აღსანიშნავია, რომ Google +  სოციალურ ქსელ Facebook-ის კონკურენტად შეიქმნა, თუმცა მან ბაზარზე თავი ვერ დაიმკვიდრა. მეტიც, ის Facebook- ის მიერ დაშვებული შეცდომების ყველაზე მსხვილ მიმბაძველად იქცა. 

საქმე ეხება „კემბრიჯ ანალიტიკას“ სკანდალსა და სოციალური ქსელის მომხმარებლების მონაცემების უკანონო მითვისებას, რომელშიც რამდენიმე ხნის წინ Facebook-იც დაადანაშაულეს. ახლა იგივე Google +-საც შეეხო.

Google-ის განცხადებით, აღნიშნული საქმე და თავად Google+-ის არაპოპულარობა ამ უკანასკნელის დახურვის მიზეზად იქცა.

ავტორი:
თარიღი: 2018/10/10