უძილობის ხარჯზე მუშაობა - მაზოხისტური სიამაყე 
ძალიან ბევრი ადამიანი ძილის ხარჯზე მუშაობს. ხანდახან ეს ბუნებრვიციცაა და გამართლებულიც, თუმცა ამის მასიურ სახედ ქცევა უბრალოდ სისულელე,  რამდენიმე მოგებული საათის გამო, შესაძლო ძალიან, ძალიან დაზარალდეთ. 


რაც უფრო მეტ ღამეს გაათენებთ, მით მეტად მოგიწევთ ამის საფასურის გადახდა. კერძოდ: 

გაგიჭირდებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება 

დაღლილი ადამიანი ხშირად ინერტულია. მას უბრალოდ ეზარება ფიქრი და ურჩევნია ბრმად მიყვეს უკვე არჩეულ გზას. ის ნაკლებად გადაამოწმებს მიღებული გადაწყვეტილების სისწორეს. 

შემცირდება პროდუქტიულობა და კრეატიულობა 

თუკი განსაკუთრებით მახვილგონიერი და კრეატიული იდეებით ხართ ცნობილი, მოეზადეთ, არაა ის დრო შორს, როდესაც ამ სტატუსს დაკარგავთ. ასევე თქვენი ერთ-ერთი მთავარი უნარი ნაკლები ძალისხმევით და გაცილებით უკეთ შეასრულოთ დავალებები, ვიდრე ამას სხვები აკეთებენ, დღითი დღე უბრალოდ გაქრება. 

დაკარგავთ მოტივაციას 

დაღლილ ადამიანს უბრალოდ არ აქვს სირთულეებთან და დიდ საქმესთან შეჭიდების მოტივაცია. ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ ტვინი რაიმე მარტივის გაკეთებას სთხოვდეს.

მძიმე ემოციური მდგომარეობა 

უძილო ადამიანი ნაკლებ შემგუებელი და მომთმენია. მარტივად რომ ვთქვათ, მას ნერვები არ აქვს წესრიგში. რაც გარშემომყოფებზეც უარყოფითად  მოქმედებს. 

ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც შეიძლება უძილობამ გამოიწვიოს. ამის მიუხედავად ადამიანთა არც თუ ისე მცირე ნაწილი ჯიუტად აგრძელებს ამ მაზოხისტური სიამაყით ტკბობას. დიახ, ისინი უბრალოდ ამაყობენ, დაღლილობით. 


მასალა მომზადებულია Harvard Business Review-ს პუბლიკაციებზე დაყრდნობით 

თარიღი: 2018/10/10