თბილისში „ლექსუსის“ პირველი ოფიციალური სადილერო ცენტრი გაიხსნა
დღეიდან ქართველ მომხმარებელს „ლექსუსის“ პროდუქციის უშუალოდ დილერისგან  შეძენის საშუალება ექნება.

„ლექსუს თბილისის“ გენერალური დირექტორის, ლაშა ლომიძის თქმით,  სადილერო კომპანია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ის მხოლოდ საქართველოს ბაზარს მოემსახურება.

“საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც „ლექსუსის“ სადილერო თანამედროვე სტანდარტებით ააშენა. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს „ლექსუსის“ სრული სამოდელო რიგი.  გვყავს  ჩამოყვანილი მოდელები სპეციალურად განკუთვნილი ტესტდრაივისთვის და  ამისთვის ტერიტორიაზე სპეციალური ადგილიც არის  შერჩეული“, - განაცხადა ლაშა ლომიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.

ცნობისთვის, „ლექსუს თბილისი“ 10 ოქტომბერს, აღმაშენებლის ხეივნის 160 ნომერში გაიხსნა და მომხმარებლებს ისეთ მოდელები წარუდგინა, როგორიცაა კროსოვერები - NX და RX, სედანები - ES და LS, მაღალი გამავლობის ავტომობილები - GX და LX და კუპე - LC.

„ლექსუსი“ იაპონური ბრენდია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 1989 წლიდანაა წარმოდგენილი.

თარიღი: 2018/10/11