რატომ არ უნდა გაინტერესებდეთ კონკურენტები 
ძალიან ბევრ ბიზნესმენს ჰგონია, რომ კონკურენტებს უნდა შეეჯიბროს. ამის გამო ისინი გამუდმებით თვალყურს ადევენებენ მათ საქმიანობას, ზედმეტად ბევრს ფიქრობენ მათზე და დროთა განმავლობაში პარანოიად ქცეული შიშიც  კი უყალიბდებათ

კონკურენტების თითოეული ნაბიჯის განხილვას შეუძლია სტრესულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ. უნდა გესმოდეთ, რომ მათი ნაბიჯებისა და ქმედებების შეცვლა უმეტესად არ შეგიძლიათ. ასევე თქვენზე არაა დამოკიდებული კონკურენტული გარემო. დღეს თუ ერთია თქვენი მთავარი კონკურენტი, ხვალ შეიძლება მეორე იყოს. თქვენ ამ პროცესებს ვერ შეცვლით. 

ამასთან, იმის კონტროლმა თუ რას აკეთებენ თქვენი მეტოქეები, შესაძლო, თქვენს კომპანიაში მნიშვნელოვანი გამოგატოვინოთ. სჯობს იფიქროთ, საკუთარ იდეებზე და იმაზე, თუ რა შესთავაზოთ მომხმარებლებს ახალი. კონკურენტების დევნამ, შესაძლოა, თქვენი კრეატიულობა დათრგუნოს და უბრალოდ მათ კოპირებად გაქციოთ. 

გარდა ამისა, უნდა აანალიზებდეთ თუ ვინაა თქვენი მთავარი კონკურენტი და ვისთან ცდილობთ შეჯიბრებას. ვინც თქვენს ინდუსტრიაში წამყვან როლს თამაშობს, მისი დამარცხება შეუძლებელია, რადგან ეს მისი მოედანი და მის მიერ დადგენილი წესებია. შესაბამისად, ყოველთვის სჯობს საკუთარის შექმნაზე იფიქროთ და ეცადოთ თქვენ იყოთ ის ვისზეც სხვები გააკეთებენ სწორებას და არა პირიქით. 



 

თარიღი: 2019/07/18