როგორ შეიძლება ახალი იდეა საზიანო გახდეს? 
ზოგადად ადამიანი რაც უფრო შემოქმედებითია, მით უკეთესია. ბიზნესიც ძირითადად ასეთ ადამიანებზე დგას, ანუ მათზე, ვისაც იდეა უჩნდებათ და ამავდროულად არ უშინდებიან მათ განხორციელებას. 

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ახალი იდეის გაჩენა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. ადამიანების უმრავლესობა, როგორც კი გაიფიქრებს, რომ რაღაც გენიალური მოუვიდა თავში მაშინვე მის განხორციელებას იწყებს. სწორედ ეს თვისებაა, რის გამოც გარკვეულ შემთხვევაში ნოვაცია შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.

შესაძლო, ადამიანი ახალი იდეით იმდენად აღფრთოვანდეს, რომ სხვა ყველაფერს შეეშვას და მის კეთებას შეუდგეს. ასეთ დროს ხშირია პრიორიტეტების არევა. განა გაქვთ გარანტია, რომ უფრო მნიშვნელოვანი რამ არ მიატოვეთ? ხომ შეიძლება თქვენი აღფრთოვანება უბრალოდ სიახლით გამოწვეული ენთუზიაზმი იყოს? 

რომ დარწმუნდეთ ახალი იდეის განხორციელება ღირს თუ არა, მასზე ცივი გონებით უნდა დაფიქრდეთ. აღფრთოვანდით და იფიქრეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ იმპულსურად ნუ იმოქმედებთ. ყველაფერი, რაც თავში მოგივათ, ჩაიწერეთ და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ - როდესაც თქვენი იდეა უკვე „გაციებული" იქნება, მაშინ გადახედეთ. ასეთ შემთხვევაში უკეთ გაანალიზებთ ღირს თუ არა მისი განხორციელება, აწონით რისკებს და შეაფასებთ მოსალოდნელ შედეგებს. 

 

მასალა მომზადებულია Harvard Business Review-ს პუბლიკაციებზე დაყრდნობით 

თარიღი: 2019/03/05