გიორგი კაკაურიძე: სესხებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაცია უნდა არსებობდეს
„ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არის რეგულაცია, რაზე მეტი არ უნდა გქონდეს შემოსავლიდან მომსახურება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ,  გიორგი კაკაურიძემ ეროვნული ბანკის მიერ სესხის აღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე საუბრისას საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„აუცილებლია არსებობდეს გარკვეული რეგულაცია იმასთან დაკავშირებით, შემოსავლის რა მოცულობაზე მეტი არ უნდა გქონდეს გადასახდელი. ისევე როგორც სახელწიფოებს აქვს გარკვეული რეგულაცია - თუ გინდა, რომ რეიტინგში რაღაც დონეზე მიხვიდე, სახელმწიფო ვალის მომსახურებაში შემოსავლების 5%-ზე მეტს არ უნდა იხდიდეს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არის რეგულაცია, რაზე მეტი არ უნდა გქონდეს შემოსავლიდან მომსახურება. ის, რაც გამოქვეყნებულია, შეიძლება დაკორექტირდეს და დამუშავდეს. ამაზე ეროვნული ბანკი ბანკებთან მუშაობს, თუმცა გარკვეული რეგულაცია უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შევა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ქვეყანაში სესხების გაცემაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, ბანკების მიერ სესხის გადახდისუნარიანობის შეფასების ნორმები გამკაცრდება  პრაქტიკულად ყველა ტიპის სესხების გაცემაზე. ასევე, ცვლილებათა პაკეტის ნაწილის მიხედვით, განსაზღვრება სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტი.

ავტორი:
თარიღი: 2018/10/12