თბილისში საერთაშორისო ფორუმი MMP გაიმართება
თბილისში,  19 ოქტომბერს,  საერთაშორისო ფორუმი MMP გაიმართება. 

ფორუმის მიზანი კავკასიასა და კერძოდ, საქართველოში საქმიანი ტურიზმის ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობაა.

ფორუმს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე გახსნის.

საერთაშორისო ფორუმი MMP Forum (MEETING MICE PROFESSIONALS) ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის  B2B ფორმატის შეხვედრების სერიას წარმოადგენს.

ავტორი:
თარიღი: 2018/10/12