ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან ისტორიული სამიტის გაუქმება საფონდო ბირჟაზე უარყოფითად აისახა
თეთრი სახლის ადმინისტაციის წარმომადგენლებმა სინგაპურში 12 ივნისის დაგეგმილი სამიტი, სადაც ერთნეთს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრ. კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უნდა შეხვედროდნენ, გააუქმეს.

შეხვედრის გააუქმების შემდეგ, უოლ სტრიტის საფონდო ბირჟის ინდექსმა 250-მდე ქულა დაკარგა, რაც მისი 1%-ია.
განვითარებული მოვლენების ფონზე, სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟის ინდექსი 2%-ით შემცირდა, არასტაბილურობის მაჩვენებელმა კი 8%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ოქროს, რომელიც ინვესტორებისთვის საიმედო თავშესაფარია, მას 1%-იანი ზრდა აქვს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ძვირფასი ლითონის ღირებულის მაქსიმალური ზრდა დაფიქსირდა.

თეთრი სახლის ადმინისტრაცის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის გაუქმების მიზეზად კიმ ჩენ ინის განცხადებებში გამოხატულ „უსაზღვრო აღშფოთებას და ღია მტრობას“ ასახელებს.

ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, ტრამპის მცდელობას ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევაში შეიძლება ხელი შეუშალოს. მართალია, ჩინეთთან სავაჭრო ომის საფრთხე აღარ არის, თუმცა ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეიდან წამოსული მტრული რიტორიკის უკან შესაძლოა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იდგეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ უოლ სტრიტის საფონდო ბირჟა ჯერ კიდევ სამიტის გაუქმებამდე მოექცა წნეხის ქვეშ. სავაჭრო მდივანმა, ვილბერ როსმა განაცხადა, რომ აპირებდა გამოიძია, ჰქონდა თუ არა საატომობილო იმპორტს უარყოფითი გავლენა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დაცვაზე. ეს კი, შესაძლოა ამერიკელებისთვის მანქანების იმპორტზე ტარიფების დაწესების საფუძველი გამხდარიყო.
შესაბამისად, „ტოიოტასა“ და „ჰონდას“ აქციები 3%-ით დაეცა, ხოლო ამერიკული მანქანათმწარმოებელი კომპანიების „ფორდისა“ და „ჯენერალ მოტორსის“ აქციებმა უმნიშვნელოდ მოიმატა.

თარიღი: 2018/05/26