Facebook-მა ბოლო ორ თვეში ღირებულების 30 % დაკარგა
Facebook-მა ბოლო ორ თვეში ღირებულების 30 % დაკარგა. სოციალური ქსელის მისამართით კრიტიკა მას შემდეგ არ წყდება, რაც ბოლოს განხორციელებული ჰაკერული თავდასხმისას 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის ანგარიშებს საფრთხე შეექმნა.

მიუხედავად ამისა, ტექნოგიგანტს ინვესტორები თავდებში დაუდგნენ, მაგრამ კომპანიის აქციების ფასი იკლებს.

ამასთან, მომხდარზე გავლენა ასევე მიმდინარე წლის მარტში „კემბრიჯ ანალიტიკას“ მიერ გამოქვეყნებულმა მასალებმა იქონია.

თარიღი: 2018/10/13