ჩინეთში გახსნილ ბანკს თანამშრომლებად მხოლოდ რობოტები ჰყავს 
ჩინეთში გახსნილი ბანკის თანამშრომლები ადამიანების ნაცვლად რობოტები არიან. 

​სრულად რობოტიზირებული ფილიალი „ჩინეთის სამშენებლო ბანკმა" შანხაიში გახსნა. შენობაში შესვლისთანავე მომხმარებელს ხვდება რობოტი, რომელიც მას უღიმის და ეკითხება: „რით შეუძლია დაეხმაროს?" 

რობოტს პასუხის გაცემა კლიენტის მიერ დასმულ ყველა ძირითად კითხვაზე შეუძლია. ის მომხმარებელს ართმევს საბანკო ბარათს და ამოწმებს მის ანგარიშს. რობოტთან კონსულტაციის შემდეგ მომხმარებელი ელექტრონულ კართან პირადობის დამადასტურებელი მოწმობით სკანირებას გადის. მას ბანკში განთავსებული აპარატით შეუძლია გადარიცხოს თანხა, გადაცვალოს ვალუტა, ან გახსნას ანგარიში. 

ჩინეთში ბოლო პერიოდში ადამიანების რობოტებით ჩანაცვლება ძალიან გახშირდა. განსაკუთრებით მასობრივი სახე ამ ტენდენციამ გაყიდვების სფეროში მიიღო. 

თარიღი: 2018/05/26