ყველაფერი ნულიდან - ლარი ელისონის წარმატების ისტორია
ამერიკელი ბიზნესმენი, მეწარმე და ქველმოქმედი, Oracle Corporation-ის თანადამფუძნებელი, ლარი ელისონი, 2018 წლის Forbes-ის მონაცემებით, ის აშშ-ში სიმდიდრით მე-5 ადამიანია და მსოფლიოში კი მე-8. მისი ქონება 54.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

ლარი ელისონი ნიუ-იორკში დაიბადა და ჩიკაგოში გაიზარდა. მისი მშობლები დაქორწინებულები არ ყოფილანა. მამისი იტალიელი იყო, დედა კი ებრაელი. ის ამერიკის არმიაში მსახურობდა. 9 თვის ასაკში ელისონს პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც დედამ დეიდასა და ბიძას მიაშვილა. მან თორმეტ წლამდე არ იცოდა, რომ ნაშვილები იყო. ლარის დედა 48 წლის ასაკამდე არ უნახავს.

მან ილიონისის უნივერსიტეტი დაამთავრა და ასევე ჩიკაგოს უნივერისტეტში ერთი სემესტრი კომპიუტერული დიზაინი გაიარა. 1970-იან წლებში Ampex-ში მუშაობისას, მასზე დიდი გავლენა ედგარ ფ. ქოდის „რაციონალური მონაცემთა“ დიზაინის კვლევამ მოახდინა, რომელმაც 1977 წელს Oracle-ის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა. Ampex-ში მუშაობისას CIA-თვის მონაცემთა ბაზა შექმნა. რაც შეეხება Oracle-ს, კომპანიაში პირველი ინვესტიცია ორმა პარტნიორმა განახორციელა, რომელიც 2000$ და 1200$ შეადგენდა.

Oracle-ი მონაცემთა ბაზის წარმატებული გამყიდველი კომპანიაა, რომლის წყალობით ელისონი მდიდარი ადამიანი გახდა.


ლარი ბავშვობიდან დამოუკიდებელი იყო. რთული ხასიათი ჰქონდა, რის გამოც აღმზრდელ მამასთან ხშირად უთანხმოება მოსდიოდა. მამა მას ლანძღავდა და სულელსა და უსარგებლოს უწოდებდა, რომელიც ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევდა.

ლარის სკოლაში სიარული არ სურდა, მაგრამ მამა უფლებას არ აძლევდა გაკვეთილები გაეცდინა. „ლარი, სკოლაში უნდა წახვიდე, მაგრად ისწავლო, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ“- ამბობდა მომაბეზრებელი ხმა.

ლარიმ უნივერისტეტი დაასრულა და დაამტკიცა, რომ სულელი და უსარგებლო ადამიანი არ იყო.

Oracle-ის დაარსებისას ის მეგობრებს ეუბნებოდა: „მე გავმდიდრდები, მილიონერი გავხდები. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ, ყველაფერს გავაკეთებ“.

70-იან წლებში ის პატარა ფირმა Amtex-ში მუშაობდა, ახლა კი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელია. 

„ცხოვრება ომია“ - ამბობს ხოლმე ლარი. ის მეტოქეებს მტრებივით ექცეოდა. როდესაც Microsoft-მა მას ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის უჩივლა, ელისონმა ბილ გეითსის კომპანიაში გამოძიება ჩაატარა. მან კერძო დეტექტივები დაიქირავა და მათი დახმარებით ნაგავიდან პირადად ამოქექა ის ფაქტები, რომელსაც კონკურენტი კომპანია მალავდა. ელისონმა გაარკვია, რომ ბილ გეითსმა „დამოუკიდებელი ინსტიტუტისა“ და „ეროვნული გადამხდელთა კავშირის“ ექსპერტები მოისყიდა. 

„კარგია, რომ Microsoft-ს თვითგამომჟღავნებაში დავეხმარეთ. მე ჩემს ქმედებებზე პასუხისმგებელი ვარ და ამაყად ვაცხადებ, რომ ყველაფერი ვითონ გავაკეთე. ინფორმაცია უნივერსალური საკუთრებაა“ - განუცხადა ელისონმა კრიტიკოსებს.

ჩემს ხასიათში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემს წარმატებას განსაზღვრავს, არის უნარი ვიკამათო საზოგადოდ გავრცელებულ წესებზე, ეჭვი შევიტანო ექსპერტების დასკვნებში და დავუსვა კითხვები ავტორიტეტებს" - ლარი ელისონი. 

თარიღი: 2018/10/14