Facebook-ის 30 მილიონი ანგარიში გატახეს - რა ინფორმაცია გაიგეს ჰაკერებმა მომხმარებლებზე?
ბოლოს განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის დროს Facebook-ის დაახლოებით 30 მილიონი მომხმარებლის ანგარიში გატახეს.


მათ მომხმარებლების ტელეფონის ნომრები და email-ის მისამართი გაიგეს, ხოლო 14 მილიონზე მეტი მომხმარებლის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის მისამართების, ოჯახური სტატუსის, რელიგიისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას FBI-ი ატარებს. ჯერჯერობით არ ასახელებენ, ვინ დგას თავდასხმის უკან.

Facebook-მა თავიდან განაცხადა, რომ ჰაკერებემა 50 მილიონი მომხმარებლის ექაუნთები გატეხეს, თუმცა ტექნოგიგანტის ინფორმაციით, დაზარალებულ მომხმარებელთა რაოდენობა 30 მილიონ მომხმარებლამდე შემცირდა.

თარიღი: 2018/10/14