როგორ გავყიდოთ მეტი
ნებისმიერს, ვინც ჰყიდის, პროდუქტი იქნება თუ სერვისი, სურს რომ უფრო მეტი გაყიდოს. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი ის არის, რომ როცა ბევრს ჰყიდის, უფრო მეტ შემოსავალს ღებულობს. მეორე კი გაყიდვა მათთვის სიამოვნებაა, ასე, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ლეგალური ნარკოტიკი რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია.

იმისთვის, რომ ბევრი პროდუქტის გაყიდვა შეძლოთ მომხმარებლის ნდობა და პატივისცემა უნდა დაიმსახუროთ. როგორ გავყიდოთ მეტი? ხშირად მომხმარებელი მოდის თქვენთან, მაგრამ ზუსტად არ იცის რა სჭირდება. მას აქვს გრძნობა, რომ რაღაც სჭირდება და გამყიდველი არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც კლიენტს იმას ეუბნება რისი გაგონებაც სურს. ამის შემდეგ კლიენტი თქვენს პროდუქტს შეიძენს ან თუ ყიდვა უცებ ვერ მოახერხა, თქვენი სიტყვები მეხსიერებაში რჩება და მალე აუცილებლად ბრნდება, რადგან მისთვის თქვენ საუკეთესო მრჩეველი ხდებით.

ფსიქოლოგების აზრით, თუ თქვენ სწორად და ზუსტად უხსნით კლიენტს თავის საჭიროებებს, თქვენ გაყიდვების საუკეთესო ხელსაყრელი პირობები გეძლევათ. მნიშვნელოვანია მომხმარებლის ქცევის მოდელი შესწავლილი ჰქონდეთ. როდსაც კომპანიას მომხმარებლების სიყვარული და ნდობა აქვს, უფრო თამამად წარადგენს ის ახალ პროდუქტს ან სერვისს. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ შექმნათ ერთგულ მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც მუდამ თქვენი პროდუქტის ერთგული დარჩება. კლიენტის სიყვარულის მოპოვება ყოველი დეტალის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რაც თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარი გახდება.

თარიღი: 2018/10/16