შექმენით იდეა – წარმატებული გაყიდვების მთავარი საიდუმლო
ზოგიერთი კომპანია პროდუქტს კარგად ჰყიდის, ზოგი კი ვერა. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთისთვის წარმატებული გაყიდვის საიდუმლო ცნობილია. ზოგადად ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ იყიდება პროდუქტი. მაგალითად, კომპანიას კომპენტენტური გაყიდვების მენეჯერი არ ჰყავს და გაყიდვები ალალბედზე ხორციელდება.

ხანდახან დაბალი გაყიდვები მარკეტინგის დაბალ ხარისხთან ასოცირდება, მაგრამ არსებობს სხვა საკითხიც, რომელიც სამეწარმეო საქმის თანამედროვე რეალობაზე მორგებას გულისხმობს. ახლა ვერ აწარმოებთ იმ პროდუქტს, რომელსაც წლების წინ აწარმოებდით, ვერც იმ მეთოდებით შექმნით, როგორც ადრე.

პროდუქტები, რომლებიც თანამედროვეობას არ ერგება და იდეის მატარებელი არ არის, მყიდველს ვერ იზიდავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყიდვები ნულს უტოლდება.

გავიხსენოთ ერთი ფაქტი საბჭოთა ისტორიიდან, როდესაც საღეჭი რეზინი - „ორბიტი“ და „დიროლი“ ცუდად იყიდებოდა. ამის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ის კომუნისტურ იდეას ცუდად იყო მორგებული.

პროდუქტის მწარმოებლებმა წარმატებული გაყიდვების საიდუმლო კარგად იციან და მათ დიდი თანხა და დრო დახარჯეს იმისთვის, რომ ყოფილი საბჭოთა ხალხი დაერწმუნებინათ, რომ კაპიტალისტური პროდუქტები გამოეყენებინათ. ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანები ყველაფერ უცხოურს, განსაკუთრებით ამერიკულს ეჭვის თვალით უყურებდნენ. იხსნებოდა McDonalds-ის რესტორნები, უყურებდნენ ჰოლივუდის ფილმებს და უცხოურ პროდუქციასთან თანდათან რიგები დგებოდა. ადამიანები იდეებით ისე იხიბლებოდნენ, რომ ყველას სურდა დასავლური სამყაროს ნაწილი გამხდარიყვნენ, შესაბამისად, ყიდულობდნენ უცხოურ პროდუქციას.

როგორც ვხედავთ, წარმატებული გაყიდვების საიდუმლო მარტივია. თუ პროდუქტში გარკვეული იდეა დევს, მას ყოველთვის გაყიდვების დიდი მაჩვენებელი აქვს. სანამ პროდუქტს დახლებზე განათავსებთ, შექმენით მასისთვის მისაღები იდეა და წარმატებაში თქვენ თვითონაც დარწმუნდებით.

 

თარიღი: 2018/10/16