წარმოება შემცირდება, ფასი გაიზრდება – რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ლუდის ბიზნესი?
კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, ლუდის წარმოება შემცირდეს, ხოლო ფასი გაიზარდოს.

DailyMail-ის ინფორმაციით, მეცნიერებმა აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩაატარეს, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ გლობალური დათბობის გამო იმ ტერიტორიებზე სადაც ქერი მოყავთ, ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა და გაუსაძლისი გვალვებია. ამინდის ცვლილება ქერის მოყვანას ხელს  უშლის.

ტემპერატურის მატება ქერის ზრდას აფერხებს, შედეგად კომპანიები ლუდის წარმოებას შეამცირებენ და ფასს გაზრდიან, რაც მაგალითად, ირლანდიაში დაახლოებით   20 დოლარით (15 ფუნტი) მომატებას გულისხმობს.

თარიღი: 2018/10/17