რა უშლის ხელს მაქსიმალურ გაყიდვებს
მსოფლიო ბაზარზე  გაყიდვების მოცულობა დღითიდღე მცირდება, რაც ეკონომიკური სტრუქტურის ცვლილების დაწყებას უკავშირდება. ვაჭრობა ძველებურად მიმზიდველი აღარ არის, რადგან აუთლეტების რიცხვი იზრდება და მომხმარებლების რაოდენობა უცვლელია. ამ ყველაფერს იმ ფაქტთან  მივყავართ, რომ შემოსავლების მოცულობა თითოეულ გაყიდულ აუთლეტთან იკლებს, ამიტომაც გაყიდვების მოცულობის გაზრდა რთულდება.

ახალი ეპოქის გაყიდვების გაზრდის მთავარი საფუძველი იდეაა. იმ კომპანიებმა, რომლებმაც იდეით მანიპულირება ისწავლეს, გაყიდვების მოცულობა და მოგება გაზარდეს.

ფაქტი, რომ გაყიდვები ახლა დაფუძნებულია იდეებზე, ვაჭრობისთვის დიდ პრობლემად  იქცა. ეს ნიშნავს, რომ ვაჭრობა ანვითარებს იდეას და რაც უფრო უკეთესი იდეა იქნება, კომპანიას მით უფრო კარგი შემოსავალი აქვს.

პროდუქტის გაყიდვისთვის, შემოსავლის მიღებისთვის და კომპანიის წლობით წარმატებულად არსებობისთვის, მას უნდა ჰქონდეს ხალხის მასაზე მომუშავე იდეა, რომელიც მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. იდეების გამოცოცხლება ვაჭრობისა და ახალი მდგომარეობის შექმნის ფუნქციაა.

მწარმოებელმა თავის პროდუქციაში იდეა უნდა ჩადოს და შემდეგ ამ იდეის აქტივაცია მოახდინოს. იმისთვის, რომ ვაჭრობა იყოს წარმატებული, პირველი რამ რაც ბიზნესმენმა უნდა გააკეთოს არის ის, რომ შექმნას ადამიანებში განხორციელებული იდეებისა და მათი აქტივაციის რუკა.

იდეის რუკა არის ნავიგატორი, რომელიც მომხმარებლების გონებაში ნავიგაციისთვის გამოიყენება. აღნიშნული რუკის დახმარებით კომპანია მომხმარებლების სურვილებს და მათ მოთხოვნებს იგებს.

თარიღი: 2018/10/17