გიორგი ქობულია: ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი არის საექსპორტო ვაჭრობის განვითარება
„საქართველოსთვის ვაჭრობა ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა, ამიტომ ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი არის ექსპორტის და საექსპორტო ვაჭრობის განვითარება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებული ვაჭრობის ფინანსირების ყოველწლიური მეშვიდე ფორუმის გახსნისას განაცხადა.

ფორუმზე მინისტრმა ვაჭრობის ფინანსირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ასეთი მაღალი დონის ფორუმის გამართვა სასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე ადგილობრივი ბიზნესისთვის.

ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი 18 – 19 ოქტომბერს ჩატარდება. თბილისის ფორუმს 40 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ბოლო წლებში მსგავსი ფორუმები ჩატარდა ვენაში, მაინის ფრანკფურტში, ლონდონსა და სტამბულში.

თარიღი: 2018/10/18