9 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია
2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი. აღსანიშნავია, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27%-ით არის გაზრდლი. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:


• გერმანიიდან

• პოლონეთიდან

• ისრაელიდან

• უკრაინიდან

• რუსეთიდან

 9 თვის მონაცემებით ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია:

 • პრომეთეს მღვიმე

• მარტვილის კანიონი

• ყაზბეგის ეროვნული პარკი

• ოკაცეს კანიონი

• თბილსის ეროვნული პარკი

რაც შეეხება კონკრეტულად სექტემბრის თვეს: დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 153 783 ვიზიტორი რაც 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

 

წყარო: bm.ge

თარიღი: 2018/10/22