მსოფლიოს უმდიდრესი და უღარიბესი ქვეყნები
მსოფლიოში 200-ზე მეტი ქვეყანაა და ზოგიერთი მათგანს წელიწადში მილიონობით ან  ტრილიონობით დოლარი აქვს შემოსავალი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში 15 ყველაზე მდიდარი ქვეყანაა.

უმდიდრესი ქვეყნების, როგორიცაა ბრუნეი და ყატარი, ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ნავთობია, ხოლო ისლანდისაა და ირლანდიის კი - ინვესტიცია და ძლიერი საბანკო სისტემები, რომელიც ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მიხედვით პირველ ადგილს 124 930 დოლარით ყატარი იკავებს. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 109 190 დოლარით,  ხოლო მესამეზე კი 90 530 დოლარით სინგაპური იმყოფება.

მე-4-ზე - ბრუნეი (76 740 დოლარი)

მე-5 - ირლანდია (72 630 დოლარი)

მე-6 - ნორვეგია  (70 590 დოლარი)

მე-7 - კუვეითი (69 670 დოლარი)       

მე-8 - არაბეთის გაერთიანებული ერები (68 250 დოლარი)

მე-9 - შვეიცარია (61 360 დოლარი)

მე-10 - ჰონკ კონგი (61 020 დოლარი)

მე-11 - სან მარინო (60 360 დოლარი)

მე-12 - აშშ ( 59 500 დოლარი)

მე-13 - საუდის არაბეთი (55 260 დოლარი)

მე-14 - ნიდერლანდები (53 580 დოლარი)

მე-15 - ისლანდია (52 150 დოლარი)   

 „Businessinsider“ - მა 15 ყველაზე ღარიბი ქვეყანაც დაასახელა. გამოცემის მიხედვით, ამ სიაში თხუთმეტივე აფრიკის ქვეყანაა წარმოდგენილი, რომლებსაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი ერთიანი შიდა პროდუქტის მოცულობა აქვს:

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 639 დოლარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 753 დოლარი, მალავი - 819 დოლარი, ლიბერია- 934 დოლარი, ბურუნდი - 951 დოლარი, ნიგერი - 1069 დოლარი, მოზამბიკი - 1208 დოლარი, ერითრია - 1210 დოლარი, გვინეა - 1388 დოლარი, მადაგასკარი - 1477 დოლარი, გვინეა ბისაუ - 1491 დოლარი, ტოგო - 1525 დოლარი, მალი - 1614 დოლარი, კირიბათი - 1640 დოლარი, ეთიოპია - 1656 დოლარი.

 

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის თანახმად, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 10 231,4 ლარი შეადგინა ( მშპ 2012 წელს - 5 818.1 ლარი, 2013 წელი - 5 987.6, 2014 წელი - 6 491.6 ლარი, 2015 წელი - 8 550.9 ლარი, 2016 წელი - 9 146.4 ლარი).

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0 პროცენტით, ხოლო დეფლატორის (ფასების ინდექსი, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ წელს გამოშვებული საქონლის ღირებულების ფარდობას საბაზისო წლის ფასებში გამოსახულ ღირებულებასთან) პროცენტული ცვლილება - 6,5 პროცენტით განისაზღვრა.

თარიღი: 2018/05/29