წელს საქართველოდან 5,57 მილიონი დოლარის ჯემის ექსპორტი განხორციელდა
საქართველოდან მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 5,57 მილიონი დოლარის ჯემია ექსპორტირებული. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან სხვადასხვა დასახელების ჯემის ექსპორტი 2017 წელს გაიზარდა. გასულ 2009-2016 წლებში, ექსპორტი საშუალოდ 300-600 ათასი დოლარის ფარგლებში იყო. 

ქართული ჯემი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საექსპორტო ქვეყნებში წელს გერმანია, ავსტრია, ბელგია და სლოვაკეთი ლიდერობენ. მაგალითად, მაისში 689 ათასი დოლარის ღირებულების პარტია გერმანიის ბაზარზე გავიდა.

თარიღი: 2018/10/23