საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 23 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული Discount Week იწყება.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას,Discount Week”-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. აღნიშნული პროექტი მოიცავს სასტუმროს, საკვებ, სავაჭრო და სხვა ტურისტული ობიექტების ფასდაკლებებით სარგებლობას. ადმინისტრაციის განცხაედებით, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც, მოსალოდნელია,რომ მათ ბიზნესზე დადებითად აისახება.

თარიღი: 2018/10/24