ვახტანგ ბუცხრიკიძე: სამომხმარებლო სესხები 70%-ით, განვადებები კი - 30%-ით შემცირდა
სამომხმარებლო სესხები 70%-ით, განვადებები კი - 30%-ით შემცირდა. Gbc-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის საბანკო სექტორში საცალო დაკრედიტების კლების ტენდენციის შენარჩუნებას არ გამორიცხავს, თუმცა მიაჩნევს, რომ საბანკო სექტორი ყველა რეგულირებას მოერგება.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემაზე, თიბისის ნაკლებად შეეხება, რადგანაც ბანკი საცალოზე მეტად, მცირე და საშუალო სექტორის დაკრედიტებაზეა კონცენტრირებული.  თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საფინანსო სექტორს მეტი დრო რომ ჰქონოდა სჯობდა.

მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და ზაფხულში ბანკებს მთალიან  ბაზაზე ექნებათ წვდომა, რითაც პოტენციური მსესხებლების ფინანსურ მდგომარეობას შეაფასებენ.

თარიღი: 2018/05/29