სარეკლამო მარკეტინგის ეფექტი - როგორ აქცია უილიამ ვრიგლიმ Wrigley’s – Spearmint მსოფლიო ბრენდად
საღეჭ რეზინს ყველა ღეჭავს. ის დღეს სიგარეტზე ნაკლებად არ იყიდება. რა არის მისი ასეთი წარმატების საიდუმლო?

საღეჭი რეზინი სრულად ქიმიური პროდუქტი გახდა. არაფერია მასში ნატურალური. დღეს მას კბილების მოვლის თვალსაზრისით ღეჭავენ, მაგალითად, ბიზნეს ლანჩის შემდეგ, როდესაც ჯაგრისი თან არ აქვთ.

გასულ საუკუნეში კი საღეჭ რეზინს სტრესის გადასალახად ან გასართობად ღეჭავდნენ. მისი პროტოტიპები ჩვენს წელთაღრიცხვამდეც არის აღმოჩენილი. საღჭი რეზინის გამოყენება პირველად  ძველმა ბერძნებმა, ჩრდილო ამერიკისა და ასევე მაიას ტომის ინდიელებმა დაიწყეს. მაშინ საღეჭად სხვადასხვა მცენარის ფისს იყენაბდნენ.


საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ მარკეტინგის წარმატებული გამოგონება აშშ-დან მოდის. ეს ბანალური, ტიპიური, წარმატებული ამერიკული ისტორიაა, რომელიც მე-19 საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. ახალგაზრდა და ღარიბი უილიამ ვრიგლი ჩიკაგოში ფილადელფიიდან ჩავიდა. ჯერ 30 წლისაც არ იყო. ნუ იფიქრებთ, რომ ვრიგლი საღეჭი რეზინის აღმომჩენელია. საღეჭი რეზინის ბიზნეს იდეა მას არ ეკუთვნოდა, მაგრამ მან მარკეტინგის წარმატებულად წარმართვის შემდეგ, გაყიდვების მოცულობით ყველა კონკურენტს აჯობა. უილიამი მამამისთან გაყიდვების დეპარტამენტში მუშაობდა. სანამ უილიამი გამოცდილებას ვაჭრობაში მიიღებდა, მან ბედი საპნის გაყიდვებში სცადა, რადგან აქ უფრო მეტი შემოთავაზება იყო.

დამატებითი შემოსავლისთვის უილიამი სხვა პროდუქტებსაც ჰყიდდა. მათ შორის, ფქვილსაც. მალე ფქვილზე მოთხოვნა გაიზარდა და ის ფქვილით ვაჭრობაზე გადავიდა.

ერთხელაც ვრიგლის აზრად მოუვიდა, რომ ერთი ქილა ფქვილის ყოველი მყიდველი ორი პაკეტი საღეჭი რეზინით დაესაჩუქრებინა. მალე მარკეტინგულმა ხრიკმა გაამართლა და საღეჭ რეზინზე მეტი მოთხოვნა გაჩნდა, ვიდრე ფქვილზე. ამით Wrigley's – Spearmint, Juicy Fruit -ის შექმნას საფუძველი ჩაეყარა.


საკვირველია, რომ უილიამის კონკურენტები საღეჭი რეზინის რეკლამის გაკეთებას ვერ ბედავდნენ. რასაც კონკურენტები ვერ აკეთებდნენ, ვრიგლი აკეთებდა. მისი საღეჭი რეზინის რეკლამას ყველგან შეხვდებოდით და მე-20 საუკუნის დასაწყისში მისი კომპანიის პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა: კანადაში, ავსტრალიაში, ინგლისში, ახალ ზელანდიაში, სადაც ქარხნებიც კი ააშენა.
საღეჭ რეზინზე მოთხოვნა მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ შენელებულა.


ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საღეჭი რეზინის ღეჭვა სტრეს ხსნის, რის შემდეგაც ის ამერიკელი ჯარისკაცების ყოველდღიური მოხმარების საგანი გახდა.


საღეჭ რეზინას ამერიკაში მშრალი კანონის დროსაც იყენებდნენ, ნასვამობას ადამიანები პოლიციისგან საღეჭი რეზინით მალავდნენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა და საღეჭი რეზინით მსოფლიო ბაზრები ისევ გაივსო.

თარიღი: 2018/10/26