საქართველოს მშპ 5,5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსაურის ინფორმაციით, 2018 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 168,4 მლნ. ლარი შეადგინა.

 წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,5 პროცენტით განისაზღვრა.

ყველაზე დიდი ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა - 22%, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 17,9%.

კლება დაფიქსირდა მშენებლობაში  -7,1% და სოფლის მეურნეობაში  -3,3%.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1%) და ვაჭრობა (17%). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,9%), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (8,5%) მშენებლობა (8,3%), სახელმწიფო მმართველობა (7,9%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,9%).

 

თარიღი: 2018/10/26