"მე მიყვარს ჩემი სამუშაო" - რა უნდა გაითვალისწინონ ბიზნესმენმა თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს
კომპანიების ხელმძღვანელობა მსოფლიო მასშტაბით ბრენდის განვითარებისთვის ყოველწლიურად კოლოსალ ინვესტიციებს ახორციელებს. თუმცა ბიზნესის წარმატება მარტო ფინანსური რესურსის ინტეგრირებაზეც არაა დამოკიდებული. აქ დიდ როლს თითოეული თანამშრომლის პირადი ეფექტურობა თამაშობს. თუმცა, ექსპერტების თქმით, ამ მიმართულებით მხოლოდ კარგი სპეციალისტების მოზიდვა საკმარისი არ არის - ხელმძღვანელებმა თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე უნდა იზრუნონ. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ბიზნესმენმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

  1. თანამშრომლისა და კომპანიის ღირებულებების თანხვედრა.
დღეს ადამიანთა უმრავლესობა დიდ ყურადღებას აქცევს ბიზნესის შინაარსს და კომპანიის ფილოსოფიას: რა პროდუქტს და რატომ აწარმოებს, როგორ აღიქვამს მომხმარებლის ტკივილს და რას აკეთებს, რომ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. მნიშვნელოვანია არა აუდიტორიისთვის დეკლარირებული ნიუანსები, არამედ რეალობა, რაც თანამშრომელს კომპანიაში ხვდება. წარმატებული თანაშრომლობის საფუძველი სწორედ იმ დროს იყრება, როდესაც სპეციალისტი ღირებულებები თანხვედრაში მოდის კომპანიის ორიენტირებთან.

  1. შეთანხმებული პირობების შესრულება და შრომის ეფექტური ორგანიზება
პირობები, რომელზეც თანხმდება თანამშრომელი აუცილებლად უნდა მოვიდეს თანხვედრაში რეალობასთან. და ეს არ ეხება მხოლოდ ფინანსურ ანაზღაურებას და შრომითი ვალდებულებების სიას. მნიშვნელოვანია სამუშაო პირობები, შიდა ატმოსფერო და მოტივაციის გამჭვირვალე სისტემა. თანამშრომელს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მოატყუეს. ხელმძღვანელობამ მიცემული დაპირების ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულებაზე უნდა იზრუნოს.

  1. პროდუქტისა და კომპანიის საქმიანობის შინაარსი, რომელიც თანამშრომლებში სიამაყის განცდას იწვევს
პროდუქტებისა და მთლიანად კომპანიის საქმიანობით გამოწვეული პატივისცემა თანამშრომლებში სიამაყის განცდას იწვევს.  ეს არის მოტივაცია, რომელიც თანამშრომლებს მუშაობის პროცესში დიდი ძალისხმევის ჩადებას და უფრო ეფექტურად მუშაობას  აიძულებს. დამსაქმებლის უნარი - იპოვოს გზა თანამშრომლის გულისკენ და მისცეს მის სამუშაოს აზრი - კომპანიის წარმატებულ ფუნქციონირებას განაპირობებს.

  1. ურთიერთობა და მხარდაჭერა
რაც არ უნდა მაღალი იყოს თანამშრომლის ჰონორარი, რაც არ უნდა საინტერესო იყოს მისი სამუშაო, თუ არ არის აწყობილი ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან, ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად მიატოვებს სამსახურს. თუ ხელმძღვანელი ხარისხიან უკუკავშირს არ იძლევა, არ უწყობს ხელს თანამშრომლის პროფესიულ ზრდას, მკაცრი საუბრის ტონით ახდენს მის დემოტივაციას და ა.შ. ბიზნესი ღირებულ თანამშრომლებს კარგავს. შემდეგ კი მას სერიოზული რესურსის დახარჯვა სჭირდება ახლების მოსაძიებლად. თუმცა როდესაც პირიქით ხდება, როდესაც ხელმძღვანელი პირი თითოეულ თანამშრომელს ინდივიდუალურად უდგება, ხელს უწყობს მის განვითარებას, უმაღლებს მოტივაციას და ა.შ. ეს უკანასკნელი მას აუცილებლად ბოლომდე მიჰყვება. ამით მაღლდება მისი შრომისუნარიანობაც და შესაბამისად, ეფექტურობაც. რაც, საბოლოო ჯამში, ისევ კომპანიის პროდუქტიულობაზე აისახება.

თარიღი: 2018/10/26