ხალხის სარგებელზე გათვლილი მიზნები, რომელმაც იდეის ავტორებს მილიონები 20 წლის ასაკში მოუტანა
ახალგაზრდების წარმატება, რომლებიც მილიონერები 20 წლის ასაკში გახდნენ, მოტივაციას ყველას უმაღლებს. მათი ცხოვრების მაგალითები ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი დღითიდღე კონკურენტული ხდება. ჩვენ ვცხოვრობთ იმ უნიკალურ ეპოქაში, სადაც ადამიანებს ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებებით სამყაროს უკეთეს ადგილად გადაქცევა სურთ.

5 ახალგაზრდა, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი 20 წლის ასაკში გახდა

1.ფრაზერ დოჰერტი - ჯემის წარმოება


ფრაზერ დოჰერტი ჯემის წარმოების უდიდესი კომპანიის დამაარსებელია. მან ჯემის დამზადება და გაყიდვა ბაბუისგან 14 წლის ასაკში ისწავლა. 16 წლის ასაკში მან უშაქრო ჯემის რეცეპტი შექმნა, რომელიც ნატურალური პროდუქტებით მზადდებოდა. ამ ინოვაციამ ინვესტორების ყურადღება მიიპყრო, რის გამოც ფრაზერმა სკოლაც კი მიატოვა.

2.რაიმონდ ლი - მაისურების ონლაინ მაღაზია

რაიმონდი მილიონი მაისურების გაყიდვით 20 წლის ასაკში გახდა. ბიზნესის კონცეფცია მომხმარებლების მიმართ ორიგინალური მიდგომა იყო. ის ონლაინ მაღაზიის საშუალებით ორიგინალური ნახატების მქონე მაისურებს ჰყიდდა. როდესაც მაღაზიამ მილიონები გამოიმუშავა, მას ამ დროს მხოლოდ 2 თანამშრომელი - რაიმონდი და ტელეფონის ოპერატორი ჰყავდა.

3.ჯეისონ ბრაიანი - ავტომობილების საიტი

სკოლის შემდეგ ჯეისონი ავტომანქანების კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტში მუშაობდა. მას იდეა მოუვიდა, რომ მომხმარებლებისთვის ავტომანქანების შერჩევა რომ გაადვილებულიყო საიტი შეექმნა, სადაც კლიენტები ავტომაქანებს დაათვალიერებდნენ და ადვილად აარჩევდნენ. საიტის შექმნიდან მალევე, ჯეისონის მოგება გაორმაგდა. 2009 წლისთვის საიტის საშუალებით ჯეისონის შემოსავალი 1.2 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2010 წელს 6 მილიონი.

4.მარკ ცუკერბერგი - „ფეისბუკი“

მარკ ცუკერგებრგი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი დამფუძნებელია. მან ერთერთი ყველაზე პოპულარული საიტი მსოფლიოში სტუდენტობის პერიოდში ჰარვარდის უნივერსიტეტში შექმნა.

5.დანიელ გომეზ ინიგუესი - ბიოდიზელი

სკოლის დამთავრებიდან მალევე დანიელმა უნიკალური საპრესი მოწყობილობა გამოიგონა, რომელიც მცენარეებისგან ზეთს ღებულობდა. მცენარეების ზეთისგან კი ის ბიოდიზელს აწარმოებდა. თავისი გამოგონება დანიელმა მალევე 150 000 დოლარად გაყიდა. მოწყობილობის შეძენის შემდეგ მფლობელმა მექსიკური კომპანია Solben-ი დაარსდა.

თარიღი: 2018/10/27