წესების წინააღმდეგ
ერთ საღამოს იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, მოდენაში, ოჯახური წყვილი ორი ვაჟიშვილით ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში Osteria Francescana -ში ვახშმობდა. მამაკაცმა „ტრადიცია ევოლუციაში“  შეუკვეთა. ესაა რესტორნის ათი ყველაზე პოპულარული კერძის ნაკრები დეგუსტაციისთვის. ერთ-ერთი მათგანი - „ლოკოკინები მიწის ქვეშ“ - სუპის სახით მზადდება. ლოკოკინები ყავით, თხილით, შავი ტრუფელებით, უმი კარტოფილისა და ნივრის სოუსით იფარება.  შეკვეთის მიღებისას უფროსმა მიმტანმა, ჯუზეპე პამერიმ ბიჭების სახეზე უკმაყოფილება შენიშნა. პალმერი უმცროსისკენ მიბრუნდა.  თქვენ რას ინებებთ? - ჰკითხა მიმტანმა.  პიცას, - უპასუხა ბიჭმა.  

Osteria Francescana  იმ ტიპის დაწესებულება არაა, სადაც პიცის შეკვეთა შესაძლებელია. თუმცა პალმერმა არაფერი შეიმჩნია. შეკვეთა მიიღო და მაგიდას გაეცალა. შემდეგ  ტელეფონი აიღო,  საუკეთესო პიცერიაში დარეკა და პიცა შეუკვეთა. ცოტა ხანში პალმერმა ბიჭებს შეკვეთა მიუტანა.

ბევრ ფეშენებელურ რესტორნაში ასეთი ქცევა დაუშვებლად მიიჩნეოდა, თუმცა უფროსი მიმტანი წესებს არ დაემორჩილა. რაც შეეხება ბავშვებს და მისი მშობლებს, ისინი პალმერის სიკეთეს, ალბათ, არასდროს დაივიწყებენ.

Osteria Francescana - ის დაწესებულებაა, სადაც წესების დარღვევის წახალისება თავად რესტრონის ხელმძღვანელობის მხრიდან ხდება. შეფმზარეული და რესტორნის მფლობელი მასიმო ბოტურა სულაც არ ჰგავს ჩვეულებრივ ხელმღვანელს. ის მუდმივად სამუშაო ადგილზე იმყოფება. ყოველ დილით რესტორნის წინ ქუჩას თვითონ გვის,  მომსახურე პერსონალს საჭმლის მომზადებაში ეხმარება, დაქვემდებარებულ პირებთან ცვლებს შორის  ფეხბურთსაც თამაშობს და  სატვირთო მანქანების პროდუქტებით დატვირთვის პროცესშიც უშუალოდ ერთვება.  ძალიან უყვარს სიახლეების დანერგვა კერძების მოზმადების კუთხითაც. მაგალითად, მის სახელს უკავშირდება იტალიური Bollito misto, რომელიც ხორცის მომზადების არსებული მეთოდების შეზღუდულმა რაოდენობამ უკარნახა. მან ხორცის ვაკუუმში მომზადების ტექნიკა დანერგა, რამაც კერძი კარდინალურად შეცვალა. მას Bollito non bollito ეწოდა. ასე მზარეულმა ხორცის ასორტი ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ და ლამაზ გამოგონებად აქცია.

როდესაც თანამშრომლები ხედავენ, როგორ აღვევს მათი ლიდერი წესებს, ისინი ზუსტად ანალოგიურად მოქმედებას ცდილობენ. მათ იციან, რომ მუშაობენ დაწესებულებაში, რომელშიც არავინ გააკრიტიკებს იმისთვის, რომ ორ განაწყენებულ ბიჭს სხვა დაწესებულებიდან პიცა მიართვეს. ასეთი ადამიანებისგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. პატივსაცემია დაწესებულებაც, სადაც  წესების ასეთ დამრღვევებს კომფორტულ პირობებს უქმნიან.

ზოგადად, ისეთ ადამიანებთნ მუშაობა, რომლებიც ხშირად ქმნიან პრობლემებს, არ ემორჩილებიან წესებს, მიჰყავთ საერთო სიტუაცია კონფლიქტებამდე, რაც, თავის მხრივ, დროის კარგვას იწვევს და საქმეს აფუჭებს, დიდად არავის მოსწონს, მაგრამ არსებობენ პალმერის მსგავსი ადამიანებიც, როლებმაც იციან, როგორ აქციონ წესების წინააღმდეგ მოქმედება სასარგებლო საქმედ. ასეთი ადამიანები პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებენ.

მთავარი პრობლემა, რომლებიც წესების გარეშე მოქმედი ადამიანები იწევევენ, კონფლიქტებია. თუმცა დაძაბულობაც, შესაძლოა, პოზიტიური ფაქტორი აღმოჩნდეს. ის ეხმარება თანამშრომელს გადავიდეს მდგომარეობიდან „ვალდებული ვარ“ „შემიძლია“-ზე. კვლევების თანახმად, სწორედ კონფლიქტურ სიტუაციებში იკვეთება არსტანდარტული გადაწყვეტილებები. როდესაც თანამშრომლებში ან/და საზოგადოებაში ერთგვარი დაძაბულობა იგრძნობა, ავტომატურად ირთვება სიტუაციის გაანალიზების მოთხოვნა და ალტერნატიული ვარიანტების ძიების პროცესი. ეს კი, თავის მხრივ, ახალი იდეების მაპროვოცირებელი ხდება.

 

წყარო: Harvard Business Review

თარიღი: 2018/10/27