საიტი ბიზნესისთვის
ონლაინმომსახურებების სერვისს ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს. შესაბამისად, კლიენტზე ორიენტირებული ბიზნესმენებიც ცდილობენ,  ჩაერთონ საყოველთაო ფერხულში. თანამედროვე მეწარმეებს კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ხსნის ინტერნეტი პარტნიორული ურთიერთობების კუთხით მსოფლიო მასშტაბით. ამისთვის კი მხოლოდ სოციალური ქსელებში ჩართულობა არაა საკმარისი. ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორად ააწყონ საიტი.

კომპანიის ვებგვერდი - ეს არის  ბიზნესის არსის, პროდუქტის, მიზნისა და შესაძლებლობების შესახებ მომხმარებლამდე ინფორმაციის სწორად მიტანის მძლავრი ინსტრუმენტი. მისი საშუალებით, პროდუქტის მიწოდების პარალელურად,  შესაძლოა, უკუკავშირის ორგანიზებაც, რაც ასე მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმატებულად განვითარებისთვის. ეს არის დამატებითი რეკლამა კონკეტული პროდუქტის პოპულარიზაციისა და კომპანიის იმიჯის გაძლიერებისთვის.

საიტის შექმნის მიზნები და შესაძლებლობები

  1. ბაზრის გაფართოება
  2. სწრაფი ურთიერთკავშირის ორგანიზება კლიენტებთან
  3. კომფორტული ურთიერთობა მომწოდებლებთან
  4. გაყიდვები ონლაინრეჟიმში
  5. კადრების მოძიების დამატებითი შესაძლებლობა, როგორც საოფისე, ისე დისტანციური სამუშაოსთვის.
  6. კონკურსების და წახალისების სისტემის ორგანიზება
  7. დამატებითი სერვისების მიწოდების შესაძლებლობა
  8. კლიენტების ბაზების შექმნა და ა.შ.
რა სამუშაოები უნდა ჩაატაროს ბიზნესმენმა საიტის აწყობამდე

  1. მიზნობრივი აუდიტორიის გაცნობა და კონკურენტების ანალიზი
  2. თემატური დიზაინის შემუშავება. ის უნდა იყოს საინტერესო და ეფექტური. რეკომენდირებულია, რომ საიტი არ იყოს მკვეთრ ფერებში გადაწყვეტილი (ეს ხელს უშლის მის შესწავლას) და ვიზუალურადაც პასუხობდეს კომპანიის საქმიანობის შინაარსს.  
  3. უფრო პოპულარულად ითვლება საიტები, რომლებსაც აქვს კორპორატიული დიზაინი. ამიტომ მნიშვნელოვანია, გამოიყოს დრო ორგანიზაციული სტილის შესამუშავებლად, ლოგოტიპის შესაქმნელად და განსხვავებული ფერის შესარჩევად.
  4. მნიშვნელოვანია, საიტი იყოს ადაპტირებული ყველა მოწყობილობის ეკრანთან და ბრაუზერთან.
  5. კომპანიის ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს მოქნილ CMS-ს სისტემის შემუშავებაზეც, რაც მასალების საიტზე ატვირთვას გააიოლებს.
ბიზნესისთვის საიტის აწყობის მიზნები - ეს არის წარმატებაზე დაპროგრამებული შედეგი.

თანამედროვე ეპოქაში მრავალი ბიზნესმენი უპირატესობას მაინც სოციალურ ქსელებს ანიჭებს, ამბობს, რომ მათი პროდუქტის მომხმარებელი პარალელურად სოციალური ქსელის მომხმარებელია, ამიტომ საიტზე დამატებითი ფინანსური და დროის რესურსის გამოყოფა მისთვის აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო დანახარჯია. თუმცა ეს ასე არაა. კარგი საიტი კომპანიის იმიჯს ქმნის, ეს კი მის მიერ წარმოებული პროდუქტის წარმატების საფუძველია. სოციალური ქსელი კი დამხმარე საშუალებაა, რომელიც ბიზნესს გაყიდვების პროცესის გააქტიურებაში დაეხმარება.

თარიღი: 2018/10/27