„ლიდერობის შესწავლა შესაძლებელია“ - ენ კერნსი
არსებობს მოსაზრება, რომ ლიდერი ადამიანები ლიდერებად იბადებიან, თუმცა მას საპირწონე არგუმენტებსაც უპირისპირებენ,  რაც, თავის მხრივ, ლოგიკას მოკლებული არაა.  Mastercard-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ენ კერნსი ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც თვლის, რომ ლიდერებად დროთა განმავლობაში ყალიბდებიან. მისი თქმით, ადამიანები კონკრეტულ პირს იმ შემთხვევაში მიყვებიან, თუ ეს უკანასკნელი გარკვეული ღირებულებების მატარებელია.  

ერნ კერნსი:   ვფიქრობ, ლიდერობის შესწავლა შესაძლებელია. ჩვენ ხომ ყველა იმ თვისებით და უნარით არ ვიბადებით, რომელსაც მოგვიანებით, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვავლენთ გარკვეული პერიოდულობით? სწორედ ჩვენი ცხოვრება ახდენს ჩვენი პიროვნების ფორმირებას. რაც შეეხება ლიდერულ თვისებებს, აქ რამდენიმე მიმართულება შეიძლება გამოვყოთ. ნამდვილ ლიდერს, პირველ რიგში, ხედვა უნდა გააჩნდეს. შემდეგ ამ ხედვის ადამიანებამდე მიტანა უნდა შეეძლოს, მათი მოტივირების უნარს უნდა ფლობდეს და ნდობის მოპოვებაც მოახერხოს.  ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ადამიანში შინაგან ფასეულობები იკითხებოდეს, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ქმნის რეალურ ლიდერს.

კომპანიის ხელმძღვანელი პირველ რიგში ასეთი ლიდერი უნდა იყოს. მისთვის სწორი მოქმედება, სწორი გადაწყვეტილების მიღებაა აუცილებელი. მან შრომითი ბაზრიდან ნიჭიერი ხალხის აყვანა უნდა მოახერხოს. მაგალითაც, ჩვენ ახლა აქცენტს ახალგაზრდა თანამშრომელ-მილენიალებზე ვაკეთებთ. ლიდერი უნდა იყოს მზად, იზრუნოს მათ განვითარებაზე, დაწინაურებაზე და ა.შ. მნიშვნელოვანია პრობლემური სიტუაციებიდან სწორი გამოსავლის მოძებნა. მაგალითად, თუ საქმე ერთჯერად შეცდომებს ეხება, ლიდერებმა ის უნდა განვიხილოთ, გავაანალიზოთ და მერე დავივიწყოთ, მაგრამ თუ ადამიანი მიზანმიმართულად და სისტემატურად ახორციელებს ქმედებას, რომელიც კომპანიას აზარალებს,  ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა დავუშვათ.

ადამიანებთან ურთიერთობის საუკეთესო მეთოდი თანამშრომლისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობების შექმნაა.  მხოლოდ შემდეგ უნდა ავუხსნათ, რა მოსაზრება გვაქვს კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. როდესაც  მხოლოდ განიკითხავთ, ნდობის ფაქტორსაც ვამცირებთ.

ჩვენს ახალგაზრდობას უამრავი კარგი იდეა აქვს.  ჩვენ კი, უფროს თაობას, გვაქვს გამოცდილება. ვიცით, რამ იმუშავა ადრე და რამ - არა. თუ ჩვენ ამ ორ კომპონენტს შევკრავთ, საუკეთესო შედეებს მივიღებთ. ეს კი კომპანიის მაქსიმალურად წარმატებული ფუნქციონირების ხელშემწყობი გახდება.

 

წყარო: forbes

თარიღი: 2018/10/29