2017 წელს საფოსტო კომპანიებმა 72.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევების შედეგების მიხედვით, 2017 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 72,7 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 79,0 პროცენტს შეადგენს, ხოლო 21,0 % ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 26,6 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 47,2 % საერთაშორისო გზავნილებია, ხოლო 52,8 % - ადგილობრივი გზავნილები.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2017 წლის განმავლობაში გაგზავნილია 6222,7 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 1912,0 ათასი ამანათი.

თარიღი: 2018/11/01