როგორ მოქმედებს რეკლამა გაყიდვებზე
ბევრი მყიდველი ამბობს, რომ რეკლამა მასზე არ მოქმედებს, ხოლო რეკლამის აგენტები აზრით, რეკლამა მომხმარებელზე გავლენას ახდენს, რასაც გაყიდვების დიდ მოცულობასთან მივყავართ.

მომხმარებელს პროდუქტის ხარისხი და ემოციური დატვირთვა ხიბლავს, რაც რეკლამის საშუალებით იქმნება.
ბრენდის რეკლამირებით გაყიდვები იზრდება, თუმცა გაყიდვების ზრდის შემჩნევა კვირეულად და თვიურად მარტივი არ არის. ეს მიზეზები შემდეგით არის გამოწვეული:

1.ყველა ძალისხმევა ბაზრის წილებით არის დაკავებული. მხოლოდ რამდენიმე კომპანია ხარჯავს საკმარის თანხას ბაზრის წილის გასაზრდელად ან ტრენდის დამატებითი ზრდისთვის. ბევრი რეკლამა მიზნად კონკურენტების გაყიდვების ცვლილებას არ ისახავს. პრევენციის იდეა ნიშნავს, რომ ბრენდი გაყიდულია და არც ისე დიდიხანი გაყიდვები არ იქნება, თუ არ იქნა რეკლამა. ასე, რომ რეკლამა იწვევს გაყიდვებს, მაშინაც კი თუ გაყიდვების ციფრები რჩება იმავე დონეზე.

2.რეკლამის მოქმედება დროში იწელება. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი რეკლამის გავლენის გაყიდვებზე ასახვას დიდი დრო სჭირდება. კარგად გაკეთებული რეკლამა მომხმარებელს მეხსიერებაში რჩება, რასაც შედეგი მოაქვს.

მომხმარებელს რეკლამის მესიჯების გარკვეული ნაწილი არ ამახსოვრდება. ამ ინფორმაციის შენახვა ტვინში ინფორმაციის სკანირებით ხდება. სკანირება მომხმარებლის ემოციური მხარზე გავლენის მოხდენას ცდილობს. რეკლამის უმარტივესი ამოცანა კრეატიული იდეების გენერაციაა, რომელსაც მაყურებელი ამჩნევს და მეხსიერებაში გამუდმებით უტრიალებს. მენტალურმა მუშაობამ გონებაში ბრენდის ასოციაცია უნდა მოიტანოს. ეს რთული ამოცანაა და ამიტომაც ყველაზე დიდი ძალისხმევა საუკეთესო რეკლამისთვის შედეგს ვერ აღწევს. ამიტომაც ნეირომეცნიერებისა და ფსიქოლოგიის უახლესი აღმოჩენების შესწავლა მნიშვნელოვანია: უნდა ვიცოდეთ როგორ მუშაობს ყურადღება და მეხსიერება.

მეხსიერების შესახებ

მეხსიერება რეკლამასა და მენტალურ არჩევანს შორის კაშირია. მაგალითად, ბრენდის ერთი პროდუქტის გამუდმებით ყიდვა, საშუალოდ წელიწადში 8-ჯერ, ერთ ან ორ წელიწადში იცვლება. რამდენიმე თვე მაინც სჭირდება რეკლამის ყურებას და იმ მომენტს, როდესაც მომხმარებელი ამ პროდუქტს იყიდის.

ხალხის ქცევაზე გავლენის მოსახდენად, რეკლამა მათ მეხსიერებაზე მოქმედებს.

მომხმარებლების დარწმუნება

მარკეტოლოგები უნდა მიხვდნენ, რომ მეხსიერების სტრუქტურა მომხმარებლის გონებაში შენდება. მათ ეს სტრუქტურა უნდა გამოიყენონ და პროდუქტის მოსაწონებლად ყველაფერი გააკეთონ. წამყვანი კომპანიები მომხმარებლებში მეხსიერების სტრუქტურებს აშენებენ. მაგალითად, Coca-Cola ადრე აფთიაქებში იყიდებოდა. დღეს კი ეს სასმელი სანაპიროსთან, ღამის კლუბთან, პიცასთან და გართობასთან ასოცირდება. 

სარეკლამო სამუშაო ორი მიმართულებით მიდის: მომხმარებლის აზრის შეცვლა და მისი დაყოლიება და ვიზუალურად დასანახი კრეატიულობის შექმნა.

ეფექტური რეკლამა

ეფექტური რეკლამის რეცეპტია ყველა მყიდველის თქვენი პროდუქტით გადაფარვა, რეკლამას დიდი პაუზა არ უნდა ჰქონდეს, მყიდველმა უნდა შეგამჩნიოთ, ბრენდთან დაკავშირებით კლიენტებს ასოციაცია და მეხსიერების სტრუქტურა უნდა შეუქმნათ.

თარიღი: 2018/11/01