როგორ მივაღწიოთ ფინანსურ წარმატებას
ფინანსურ წარმატების მიღწევა არც ისე მარტივია, თუმცა, რა თქმა უნდა, არა შეუძლებელი. პირველ რიგში იმ ადამიანების პატივისცემით დაიწყეთ, რომელსაც ცოდნა აქვს. ნუ დაუწყებთ ყურებას მის ქონებას. იფიქრეთ იმაზე რა გააკეთა მან ცხოვრებაში. რამე შექმნა? ცოტათი მაინც გააუმჯობესა სხვისი ცხოვრება? თქვენ რამდენს მუშაობთ?


ნუ შეაფასებთ ადამიანებს გარეგნობით. სამოსი ადამიანზე ვერაფერს გეტყვით.

წაიკითხეთ წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები

გაიგეთ წარმატებულმა ადამიანებმა თავიდან რით დაიწყეს, როგორ მოახერხეს მათ მცირედით დიდი კომპანიები შეექმნათ. რომელი პრინციპის ერთგულები იყვნენ და რა შეწირეს მათ წარმატებულ კარიერას?

დაუმეგობრდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი შთაგონების წყარო იქნებიან

გარშემო შემოიკრიბეთ დადებითი ადამიანები, რომლებიც თქვენზე კარგ გავლენას მოახდენენ, სტიმულს და რჩევას მოგცემენ.

ინფორმაციის გაფილტვრა

გაფილტრეთ ინფორმაცია თქვენს გარშემო. გახსოვდეთ, რომ თქვენი მისწრაფებები დამოკიდებულია იმ ინფორმაციაზე, რომელიც თქვენს გარშემოა. დროს ნუ დაკარგავთ სხვების ცხოვრების დაკვირვებაში. არამედ ფოკუსირება პიროვნული თავისუფლების დევნაზე მოახდინეთ. წარმოიდგინეთ როგორ გაუმჯობესდება თქვენი ცხოვრება ფინანსური წარმატების მიღწევისას. იფიქრეთ იმაზეც ვალი როგორ დააბრუნოთ. 

ისწავლეთ მინიმალისტური ცხოვრების სტილის პრინციპები

წაიკითხეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც განზრახ იცილებენ თავიდან ფუფუნებით ცხოვრებას და მინიმალისტური ცხოვრების სტილი ურჩევნიათ. როგორ ახერხებენ ისინი ამას? რა არის მათი ღირებულებები?
ნაცვლად ქონების დაგროვებისა, ამ ადამიანების ცხოვრების სტილი ურთიერთობები და თვითრეალიზაციაა.

გახდით ქველმოქმედი, მოხალისე

ადამიანი ქველმოქმედებას ყოველთვის უნდა ეწეოდეს. მოხალისედ მუშაობა ებრძვის სიღარიბეს და ეხმარება ადამიანს იმის გაგებაში, თუ რამდენი უწევს პრობლემასთან და უსახსრობასთან გამკლავება.

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს

მათი გამოცდილება მიგახვედრებთ, რომ საჭირო არ არის მდიდარი მშობლების შვილი იყოთ ან მემკვიდრეობა მიიღოთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ და წარმატებას მიაღწიოთ.

თვითდიციპლინა და არა ჰედონიზმი

თვითკონტროლი არის ყველაზე ღირებული ადამიანისთვის. მან თავის კონტროლი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეძლოს. სწორედ დისციპლინით და თვითკონტროლით მიიღწევა დიდი წარმატება.

წაიკითხეთ წიგნები სტოიციზმზე

სტოიციზმი, რომლის მთავარი იდეა ბუნებასთან ჰარმონიაში მოსვლაა, ადამიანს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. მარკუს ავრელიუსის წიგნი „თვითონ“ არის რომაელი იმპერატორის აზრები და ფიქრები თუ როგორ უნდა მართოთ მდიდარი იმპერია და როგორ უნდა იურთიერთოთ უახლოეს მრჩევლებთან და ჩვეულებრივ ადამიანებთან.

იოცნებეთ მიღწევებზე და არა ქონების დაგროვებაზე

ყველას აქვს ოცნება, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს ოცნებები რეალობად აქციოთ. ისისნი მხოლოდ ოცნებებად არ უნდა დარჩეს. დაუსვით კითხვები საკუთარ თავს, რადგან ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ წარმატებული გახდეთ: რა უნდა გავაკეთო წარმატების მისაღწევად? რა უნდა გავაკეთო დღეს, ერთ კვირაში, ერთ თვეში ან ერთ წელიწადში?

იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ძვირადღირებული სემინარები არ გჭირდებათ. იყავით წარმატებული ადამიანების გარემოცვაში და გქონდეთ

 

თარიღი: 2018/11/02