ვირტუალური კადრი: როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს კადრების შერჩევისას?
ადამიანური რესურსების მართვის ტექნოლოგიურ ბაზარზე უკვე არსებობს რამდენიმე მაგალითი, რომლის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ კომპანიების საკადრო პოლიტიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პერსპექტივაზე.

ტრენდი პირველი: მოქნილი უნარების შეფასების გეიმიფიკაცია

კანდიდატს სთავაზობენ კომპეტიურულ თამაშებში ჩართვას. ამით დამქირავებელი აფასებს მისი აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიების უნარს, რისკიანობას,  მოტივაციას, აქტიურობას, სწავლის უნარს - სულ 90-ზე მეტი კოგნიტური და ემოციური თვისება. ასე დგინდება კინდიდატის ფსიქოლოგიური პორტრეტი და მისი შესაბამისობა ვაკანტურ პოზიციასთან.

ტრენდი მეორე: კანდიდატის შეფასება ვირტუალურ რეალობაში

კანდიდატებს ათავსებენ ვირტუალურ ფარეხში 3600–იანი ხედვით, სადაც მათ ხვდებათ სხვადასხვა სატრასნოპროტო საშუალება და ინსტრუმენტი. აღნიშნული მეთოდი მიზნად ისახავს მანქანათმშენებლობის, ელექტრიკის, პროგრამირებისა და მათემატიკის უნარებისა და ცოდნის შემოწმებას.

ტრენდი მესამე: ვიდეო-ინტერვიუ

ხელოვნური ინტელექტის სისტემას შეუძლია არა მხოლოდ მეტყველებისა და გამოსახულების გარჩევა, არამედ ხმის ვიბრაციის, სახის გამომეტყველების და მიკრომიმიკის დაფიქსირება, ლინგვისტური ანალიზის ჩატარება. ასეთი ფორმატი საშუალებას იძლევა შემოწმდეს არა მხოლოდ კანდიდატის მოქნილი უნარები, არამედ საგრძნობლად ამცირებს დროსა და რესურსებს, რომლებიც საჭირო იქნება ინტერვიუს ოფისში ჩატარების შემთხვევაში.

 

 

ავტორი: მეგი ბენია
თარიღი: 2018/11/02