გიორგი ქობულია: შევთანხდმით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს
ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციებს, რომლებსაც ისინი მერიის შენობასთან მართავენ, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გამოეხმაურა:


„მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დასრულდება დეკემბერში და იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, ჩვენ შევთანხდმით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ აღდგენილა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. 5 აპრილს კი ტრაგიკულ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. შახტი 16 ივლისს დაიხურა. გადაწყვეტილება საქართველოს მთვრობამ მიიღო და გამოძიების დასრულებამდე და ექსპერტიზის ჩატარებამდე მუშაობა შეაჩერა.

 

 

ავტორი:
თარიღი: 2018/11/02