პაპუა-ახალ გვინეაში FACEBOOK-ი ერთი თვით დაიბლოკება
პაპუა-ახალ გვინეაში Facebook-ი ერთი თვით დაიბლოკება. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის კომუნიკაციების მინისტრმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი სოციალურ ქსელში პორნოგრაფიისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაა.

მისი თქმით, ქვეყანას დამნაშავეების გამოსავლენად ერთი თვე სჭირდება. ასევე კომუნიკაციების მინისტრი ქვეყანას საკუთარი სოციალური ქსელის შექმნას სთავაზობს.

პაპუა-ახალ გვინეაში მოსახლეობის მხოლოდ 10%-ისთვისაა ინტერნეტი ხელმისაწვდომი. Facebook-ის მიმართ უნდობლობა სხვადასხვა ქვეყნაში კემბრიჯ ანალიტიკის სკანდალური მასალების გასაჯაროების შემდეგ გაჩნდა.

თარიღი: 2018/05/30