ლეგენდარული ლიდერების 10 პერსონალური თვისება
1. შორსმიმავალი ხედვები

როგორც უოლტერ აიზექსონი თავის წიგნში „სტივ ჯობსი“ აღნიშნავს, ჯობსს სურდა შეეცვალა კომპიუტერული სამყარო. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ გამოეგონებინა მოწყობილობა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ბაზრის ლიდერებს, ჯობსმა გუნდთან ერთად გადაწყვიტა მომავლის პერსონალური კომპიუტერის გამოგონება.

2. პრობლემაზე ფოკუსირება

Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა თავიდანვე გადაწყვიტა ერთ პრობლემაზე ფოკუსირება, რადგან სწორედ ეს დაეხმარებოდა ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში. შედეგად, მისმა გუნდმა მიზნად დაისახა მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტმაღაზიის შექმნა.

3. გავლენიანობა

შერილ სენბერგი ნიჭიერი და ძლიერი ლიდერია, თუმცა ამას მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, რაც ერთ-ერთ პრეზენტაციზე განაცხადა, რომ უმჯობესია თუ თათბირებზე PowerPoint-ს აღარ გამოიყენებდნენ. შედეგად, მისი გუნდის წევრები PowerPoint-ს კლიენტების პრეზენტაციისთვისაც აღარ იყენებდნენ.

4.სიჯიუტე

ჯეკ მას 30-ჯერ უთხრეს უარი. ის KFC-შიც კი არ აიყვანეს, თუმცა მას უკან არ დაუხევია. თავისი სიჯიუტის წყალობით მან 1999 წელს წარმატებით შექმნა Alibaba.

5.მოკრძალება

უორენ ბაფეტის ქონება $90 მლრდ არის შეფასებული, თუმცა ის დღესაც მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც 1958 წელს იყიდა და რომლის ღირებულებაც მისი ქოენების 0.01% შეადგენს.

6.ცნობიერების ამაღლება

ცნობილი პროდიუსერი რიკ რუბენი თავის წარმატებას თვითანალიზის უნარით ხსნის. რუბინი რეგულარულად მიმართავს მედიტაციას და სხვადასხვა ტექნიკას, რომლებიც სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება.

7.პროცესზე ორიენტაციის უნარი

პროცესზე ორიენტაციის უნარი აუცილებელია ბიზნესის მართვისთვის. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინსტიქტებსა და კრეატიულობას ეყრდნობიან, თითქმის ვერ ახერხებენ კოლექტივში მუშაობას.

8.ქარიზმატულობა

ქარიზმა აუცილებელი ელემენტია კოლექტივის ეფექტური მოტივაციისთვის. ლიდერი უნდა იყოს ქარიზმატული.

9.ემპათია

კარგი ლიდერები ზრუნავენ მათ გარშემო მყოფებზე. მაგალითად, Starbucks-ის დამაარსებელი ჰოვარდ შულცი თავის თანამშრომლებს უხვი ლგოტებითა და უპირატესობებით ანებივრებს.

10.სიმამაცე

სტივ ჯობსმა მიატოვა უნივერსიტეტი იმისათვის, რათა ემუშავა კომპიუტერებთან. ჯეფ ბეზოსმა მიატოვა პრესტიჟული სამსახური ფინანსურ სფეროში ონლაინ-მაღაზიის დასაარსებლად. მარკ ცუკერბერგი საათობით მუშაობდა Facebook-ის შექმნაზე ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოცდების  ჩაბარების ნაცვლად. ჰოვარდ შულცმა მიატოვა სამსახური ყავის სახლის დასაარსებლად. წარმატებული ადამიანები არ ერიდებიან რისკებს თუ აცნობიერებენ, რომ ის რასაც აკეთებენ სწორია.

ავტორი: მეგი ბენია
თარიღი: 2018/11/03