თუშეთში ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება
თუშეთში ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, - ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით გასულ კვირას ერთი რეისი უკვე განხორციელდა:

„სოფელ ომალოში ფრენები წელსაც კვირაში ერთხელ განხორციელდება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთაში დარჩენილ ადამიანებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რომ მათ შეძლონ კომუნიკაცია და შესაბამასი მომსახურების მიღება", - განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ბუნებრივი პირობების გამო ყოველწლიურად ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იკეტება, რის გამოც მოქალაქეები მაისის ბოლომდე მანქანით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

ავტორი:
თარიღი: 2018/11/05