ჰოლივუდის კინომწარმოებელმა კომპანიებმა საქართველოში კინოგადაღების შესაძლებლობები განიხილეს
ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა „აწარმოე საქართველოს" დირექტორ მიხეილ ხიდურელთან ერთად საქართველოში კინოგადაღების პოტენციალი და შესაძლებლობები განიხილეს.

პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციის მიზნით, ლოს-ანჯელესში შეხვედრები ისეთ კომპანიებთან გაიმართა, როგორებიცაა: Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures.

სააგენტოს დირექტორმა და პროგრამის წარმომადგენლებმა კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრეს და განიხილეს ყველა ის სამუშაო დეტალი, რომელიც გადაღებებს თან ახლავს.

თარიღი: 2018/11/05