ბულგარეთის პოლიციამ $1.35 მილიონის ოდენობის ყალბი ბანკნოტები აღმოაჩინა
ბულგარეთის პოლიციამ ვარნაში $1.35 მილიონის ოდენობის ყალბი ბანკნოტები აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

მომხდარზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ბულგარეთის პოლიციამ სტამბაში ჩატარებული სპეცოპერაციისას $14.3 მილიონის ოდენობის ევროსა და დოლარის ყალბი ბანკნოტები ამოიღო.

თარიღი: 2018/11/06