შოკოლატერია „არტიზანი“ ბავშვებს საინტერესო მასტერკლასს სთავაზობს
შოკოლატერია „არტიზანი“ ბავშვებს და მათ მშობლებს საინტერესო ღონისძიებაზე იწვევს. კერძოდ, 10 ნოემბერს „არტიზანის“ შეფ-კონდიტერი ბავშვებს შოკოლადის შექმნის ისტორიას უამბობს, დამზადების ტექნოლოგიაზე ესაუბრება და მათ თვალწინ საბავშვო შოკოლადს შექმნის, რომელსაც შემდეგ ბავშვები დააგემოვნებენ.


​მასტერკლასის ხანგრძლივობა ერთი საათია, ბავშვები უყურებენ შოკოლადის დამზადების პროცესს და შემდეგ აგემოვნებენ ახალდამზადებულ ნატურალურ შოკოლადის დათუნიას, ცხელ შოკოლადს და ორცხობილას. 

 ადგილების მაქსიმალური რაოდენობა - 20, ხოლო დასწრების ღირებულება 10 ლარია. 

თარიღი: 2018/11/07