თბილისში ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება
თბილისში, აღმაშენებელისა და რუსთაველის გამზირზე, ქუჩის მუსიკის დღე ჩატარდება.  პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც სურვილი აქვს იმღეროს ან - დაუკრას.  

ქუჩის მუსიკის დღე შაბათს, 10 ნოემბერს არის დაგეგმილი და  მისი მხარდამჭერია თბილისის მერია  და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. 

ცნობისთვის, ქუჩის მუსიკის დღე ყოველწლიური ფესტივალია ლიტვაში, რომელიც 2007 წელს მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა. იდეა სწრაფად გავრცელდა და ფესიტვალს ბევრი სხვა ქვეყანა შეუერთდა.  2012 წლიდან ქუჩის მუსიკის დღის ფესტივალი საქართველოშიც ტარდება.

თარიღი: 2018/11/07