EURONEWS-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს
Euronews-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადებული 30-წამიანი ვიდეორგოლი Euronews-ის ეთერით კვირაში 28 ჯერ იტრიალებს. კამპანია 12 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარეკლამო რგოლის პარალელურად ზაფხულის ტურისტული კამპანიის ფარგლებში Euronews-ი საქართველოს შესახებ უსასყიდლოდ ამზადებს რეპორტაჟების შემდეგ ციკლს: 

1. Adventures – 3 სიუჟეტი, აქედან ერთი სიუჟეტი დაეთმო ოკაცეს კანიონს, მეორე,გუდაურს, მესამე კი კურორტ გოდერძს.

2. Postcards – 6 სიუჟეტი

3. Taste - 3 წუთიანი რეპორტაჟი ქართულ კერძზე.

4. Cult - 3 წუთიანი რეპორტაჟი კულტურულ ღონისძიებაზე. 

სიუჟეტები Euronews-ის ეთერით მრავალჯერ გადაიცემა. სატელევიზიო ეთერის გარდა რეპორტაჟები Euronews.com-ზე აიტვირთება. სიუჟეტის განთავსებიდან 7 დღის განმავლობაში ყველა სარეკლამო სივრცე საქართველოს რეკლამას დაეთმობა ( თითო რეპორტაჟზე გარანტირებული 150000 impressions). 

Euronews 12 ენაზე მაუწყებლობს და მსოფლიოს 166 ქვეყანაში 430 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

 



თარიღი: 2018/05/30