კარლ ჰარცელი საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ინიციატივით, საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩ, კარლ ჰარცელსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ბიზნეს სექტორიდან. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობები, საქართველოს მიღწევები და გამოწვევები, რომლებიც DCFTA-ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) იმპლემენტაციის პროცესს თან ახლავს.

„შეიძლება ამ კონფერენციას ჰქონდეს პოლიტიკური დატვირთვა, გაკეთდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ დღეს, როგორც არასდროს, უფრო მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ევროპული მიმართულება ეს არის შეუქცევადი, შეუცვლელი და განსაკუთრებულად სწორედ ახლა გვჭირდება დაჩქარებული ტემპით ევროპასთან თანამშრომლობა” – განაცხადა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელმა, ზვიად ჭუმბურიძემ 1tv-თან საუბრისას.

დაარსების დღიდან „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო” მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის დელეგაციასთან საქართველოში. თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა არა ერთი კონფერენცია, ბიზნესფორუმი, სემინარი და ბიზნესსექტორის პირისპირ შეხვედრა ევროკავშირის ელჩებთან.

კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა და 1ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრ კომპანიებთან პირველ შეხვედრას გამართავს.

ავტორი:
თარიღი: 2018/11/08