ჟურნალ FORTUNE-ს მფლობელი ტაილანდელი მილიარდერი გახდა
გავლენიანი ჟურნალი Fortune ტაილანდელმა მილიარდერმა, ჩატჩავალ ჯიავანონმა კომპანია Meredith Corporation-სგან $150 მილიონად შეიძინა.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მედიის მიმართ ინტერესს ბიზნესმენები ხშირად გამოთქვამენ. მაგალითად, ჟურნალი Time-ი Salesforce-ის დამფუძნებელმა, მარკ ბენიოფმა და მისმა მეუღლე ლინმა შეიძინეს, ხოლო Washington Post-ს კი Amazon-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯეფ ბეზოსი ფლობს.

თარიღი: 2018/11/10