როკფელერის ფონდის მიერ ინიცირებული „მედეგი თბილისისათვის“ საფინანსო ინსტიტუტებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართება
თბილისში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დიპლომატიურ კორპუსთან თემაზე - „მედეგი თბილისისათვის“, შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნულზე სიტყვით გამოვლენ: თბილისი მერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, 100 მედეგი ქალაქის ევროპის და შუა აზიის რეგიონის უფროსი ლინა ლიაკუ და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორი მერსი ტემბონი.

ცნობისთვის, 2016 წელს ქალაქი თბილისი 100 მედეგი ქალაქის წევრი გახდა, რომელიც როკფელერის ფონდის მიერ იქნა ინიცირებული.

ამჟამად თბილისისთვის მედეგობის სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს.

თარიღი: 2018/11/12