აჭარაში ციტრუსის მოსავალს იღებენ
აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე წელს ციტრუსის 55-60 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან.

25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამაც. 1 კგ ასეთ მანდარინზე ფერმერი სახელმწიფოსგან 10 თეთრიან თანადაფინანსებას მიიღებს. ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში საკოორდინაციო შტაბიც ამოქმედდა.

ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები არიან: უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უნგრეთი და პოლონეთი.

თარიღი: 2018/11/12