სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ბოლო ვადა 2019 წლის პირველი იანვარია
სესხის გამცემი ყველა ორგანიზაცია, ვინც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ უნდა იყოს. 

აღნიშნულის კონტროლის შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს 2017 წლის დასაწყისიდან მიეცა და რეგისტრაციისთვის ბოლო ვადა​ ლომბარდებსა და სხვა სესხის გამცემ ორგანიზაციებს 2019 წლის პირველ იანვრამდე აქვთ. 

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის,  განცხადებით, მომხმარებელთა უფლებები ყველა სესხის გამცემთან თანაბრად უნდა იყოს დაცული

„რეგულაციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით თანაბრად გავრცელდება სესხის ყველა გამცემზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ იქნა არათანაბარი მიდგომა, არასაბანკო სექტორში გადადინება მოხდება, სადაც რისკები გაცილებით მაღალია. ასეთ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანაში ჭარბვალიანობის რისკების შემცირების ნაცვლად, საპირისპირო შედეგს მივიღებთ" – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

თარიღი: 2018/05/31